ჟვანიას სკოლამ მარნეულში „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის“ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

30 იანვარს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ მარნეულში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჟვანიას სკოლიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მარნეულის, დმანისის, ბოლნისისა და თეთრი წყაროს რეგიონული სასწავლო ცენტრების 35 წარმატებულ კურსდამთავრებულს სერტიფიკატები სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელმა, მაკა ომიაძემ გადასცა.

„დღეს, სერტიფიკატები გადავეცით სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც A1 და A2 დონის სასწავლო კურსები გაიარეს. ბევრი შრომის შედეგად მათ შეძლეს სერტიფიკატების აღება, ისინი ისევ გააგრძელებენ სწავლას შემდეგ დონეებზე და ეს აუცილებლად დაეხმარებათ მათ წინსვლასა და კარიერის დაგეგმვაში,“ - აღნიშნა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელმა მაკა ომიაძე.

ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებმა ჟვანიას სკოლის „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის“ A1 და A2 დონის სასწავლო კურსები გაიარეს. აღნიშნული დონეების ფლობის შედეგად მსმენელები შეძლებენ სპეციფიკური ქართული ბგერების სწორად წარმოთქმას, ყოველდღიურ ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მარტივი ტექსტების ადეკვატურად გაგებას, ძირითადი გრამატიკული ცნებებისა და კატეგორიების გაცნობიერებას, სწორად წერასა და მეტყველებას, ელემენტარულ კომუნიკაციას ქართულ ენაზე, მარტივი დოკუმენტების შედგენას (წერილი, რეზიუმე, განცხადება), პირადი/ზოგადი ხასიათის / ყოველდღიურობასთან დაკავშირებული ინფორმაციის განთავსება სოც. ქსელში, ნაცნობ სიტუაციურ დიალოგებში ჩართვასა და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას და ა.შ.. სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა რეგიონულ სასწავლო ცენტრებსა და მობილურ ჯგუფებში, რომელსაც ჟვანიას სკოლის კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივიღე A2 დონის სერტიფიკატი. დიდი მადლობა ამისთვის ჟვანიას სკოლასა და ჩვენს ტრენერებს. აუცილებლად ვაპირებ სწავლა გავაგრძელო B1 დონეზე. ქართული სახელმწიფო ენაა და მინდა კარგად ვიცოდე,“ - განაცხადა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის წარმატებულმა მსმენელმა, ულვია მამედოვამ.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მარნეულის კულტურის სახლის დირექტორი, ჟვანიას სკოლის რეგიონული სასწავლო ცენტრების კოორდინატორი, ადმინისტრატორები, ტრენერები და ბენეფიციარები დაესწრნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა