ინდოეთის პოლიციამ მამაკაცის ლიკვიდაცია მოახდინა, რომელმაც საკუთარი შვილის დაბადების დღეზე მძევლები აიყვანა

ინდოეთის პოლიციამ მამაკაცის ლიკვიდაცია მოახდინა, რომელმაც საკუთარ სახლში დაახლოებით 20 ქალი და ბავშვი მძევლად აიყვანა. სპეცოპერაციის დროს ორი ადამიანი, პოლიციელი და მაშველი დაიჭრა.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ სოფლის მცხოვრებლები იმ სახლში შეიჭრნენ, სადაც მამაკაცს მძევლები ჰყავდა ჩაკეტილი და მისი მეუღლეს სასტიკად სცემეს. ქალი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ცნობისთვის, მამაკაცმა მძევლები მას შემდეგ აიყვანა, რაც ისინი საკუთარი ქალიშვილის დაბადების დღეზე დაპატიჟა.

პოლიციის ინფორმაციით, მომხდარის მოტივი უცნობია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს