ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ და სამომავლო გეგმებს დასახავენ

ამ დროისათვის, მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც ჩვენი მოქალაქეები ჩინეთს დატოვებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ხორციელდება იმისათვის, რომ „ჩინეთის „ცხელი წერტილიდან"- უხანიდან, ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციისთვის მზად ვიყოთ“.

მისივე შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა უწყების ჩართულობა კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად თანმიმდევრული და შედეგობრივია.

„საბჭოს შეხვედრა ემყარება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირებას და იმ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს, რომელიც ერთი კვირაა ტარდება ჩვენი უწყებათაშორისი საბჭოს მხრიდან. აქ ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა უწყება. მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ ჩვენი ქმედებები, რომელიც ერთი კვირაა ძალიან თანმიმდევრულად და მწყობრად მიმდინარეობს, შედეგობრივია და ამ დროისათვის ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსი არ გახლავთ. დღევანდელ საბჭოზე მინდა შევეხო იმ განვითარებულ მოვლენებს და იმ პრობლემატიკას, რომელიც გზადაგზა შეიძლება წარმოქმნილიყო იმისათვის, რომ შედეგი დღეისათვის გავიაროთ ისეთივე წარმატებით, როგორც ჩვენ გავიარეთ წინა ერთი კვირა.

ამ დროისათვის, ყველაზე მნიშვნელოვან სტრუქტურებს წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში, მასმედიის საშუალებით, მოსახლეობას აწვდიან დეტალურ ინფორმაციას და არიან სრულიად გახსნილები როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვინაიდან მათი კორდინაციით ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენ მზად ვიყოთ ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამ ცხელი წერტილიდან. ამ დროისათვის მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც ჩვენი მოქალაქეები დატოვებენ ჩინეთს. ასევე, მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობა, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოდ კარგად ასრულებს თავის საქმიანობას. ჩვენი სასაზღვრო მუშაკების და აეროპორტის თანამშრომლების მხრიდანაც გაწეული სამუშაო არის საოცრად მობილიზებული და ეფექტური", - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში, საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა მიმდინარეობს, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით, მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ და სამომავლო გეგმებს დასახავენ.

სხდომას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ხელმძღანელობს.

ამასთან, სხდომას ესწრებიან: დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა