სახალხო აფთიაქი დიდ სუპერმარკეტების ქსელში აფთიაქებს ხსნის

სახალხო აფთიაქი სუპერმარკეტების ქსელში აფთიაქებს ხსნის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „სინერჯი კაპიტალიდან“ აცნობეს, რომელიც სახალხო აფთიაქის 75%-ს ფლობს და მართავს.

"სახალხო აფთიაქს ამ დროისთვის 60-მდე აფთიაქი აქვს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ისეთ ტერიტორიულად დაშორებულ და საზღვრისპირა რეგიონებში, სადაც ერთადერთი ქსელური აფთიაქია, რომელიც მოსახლეობას ემსახურება. ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე, სახალხო აფთიაქი იყოს უფრო ახლოს მომხმარებელთან, ვაფართოებთ ქსელს, რისთვისაც სტრატეგიული პარტნიორობა დავიწყეთ საქართველოში არსებულ სწრაფად მზარდ, დიდ სუპერმარკეტების ქსელთან. ამის მიხედვით ნაწილობრივ მათ მოქმედ სუპერმარკეტებში და დაგეგმილ ახალ წერტილებში აფთიაქებს გავხსნით და მათ მომხმარებელს მოვემსახურებით. საპილოტე რეჟიმში რეგიონის რამდენიმე სუპერმარკეტში უკვე დავიწყეთ ეს პრაქტიკა. გვჯერა, რომ გაამართლებს და გეგმის მიხედვით მიმდინარე და მომდევნო წელს რამდენიმე ათეულ ასეთ წერტილში გავხსნით სახალხო აფთიაქს ქვეყნის მასშტაბით." - ნათქვამია სინერჯი კაპიტალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს