რელიგიის სააგენტოს თავჯდომარე ეროვნებათა უმცირესობების ლიდერთა საბჭოს და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ეროვნებათა უმცირესობების ლიდერთა საბჭოს და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო საქართველოს რელიგიური პოლიტიკა, მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ.

„საუბარი შეეხო ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას და განხორციელებულ პროექტებს. ორგანიზაციების წევრები გაეცნენ და ასევე საჩუქრად გადაეცათ, სააგენტოს მიერ მომზადებული საქართველოს რელიგიური და მოქმედი საკულტო ნაგებობების რუკები, ინტერელიგიურ კალენდარი, სააგენტოს მიერ გამოცემული ალბომები: „რელიგიები საქართველოში“ და „რწმენა თავისუფლების აქტია“. შეხვედრაზე გამოითქვა არაერთი საინტერესო მოსაზრება სამომავლო პროექტებსა და გეგმებზე, ასევე სტუმრებმა სურვილი გამოთქვეს ჩაერთონ პროექტში „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“, - აცხადებენ რელიგიის სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: ეროვნებათა უმცირესობების ლიდერთა საბჭოს, „აგორა ჯორჯიას“, გაზეთ „ვრახტანის“, ქართველ სომეხთა კავშირის, თუმანიანის სახლის, ქართულ უკრაინული წიგნის სახლის, კავშირ „პოლონიას“, პოლონური სკოლის, კავშირ „რუტას“, შერეული ოჯახების ქალთა კავშირის, ბერძენთა კავშირის, ბელორუსთა კავშირის, სლავური სახლის და სტუდია „მარნეულის“ წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა