სასამართლო ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, საკრებულოს 3 წევრის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს 3 წევრის- ალექსანდრე ხუჯაძის, ავთანდილ ცინცაძის და თარაშ შურღაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

საქმეს მოსამართლე დავით კურტანიძე განიხილავს.

დაცვის მხარე ადვოკატის გარეშეა წარმოდგენილი, რადგან ბრალდებულების თქმით, სხდომის შესახებ ნახევარი საათის წინ გაიგეს.

ცნობისთვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის გაერთიანებული კომისიის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს წევრებს - ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა