საპროკურორო საბჭო საქართველოს  გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას  3 თებერვალს გააგრძელებს

2020 წლის 31 იანვარს საპროკურორო საბჭო, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს - კობა კობახიძეს და ალექსანდრე კობაიძეს გაესაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კანდიდატებად წარდგენილმა პირებმა საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს.

როგორც გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების პროცესი საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე pc.gov.ge და საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ გვერდზე ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემოდა.

საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2020 წლის 3 თებერვალს 11:00 საათზე გააგრძელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა