სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობაში ბრალდებულ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ბრალდების მხარემ აღმკვეთ ღონისძიებად 3 ათასი ლარის ოდენობის გირაოს დაკისრების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მანამდე კი, დაცვის მხარემ სასამართლოს შაუმდგომლობით მიმართა, რომ აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახის გამოყენება მომხდარიყო.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, 24 იანვარს ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში დაპირისპირება მოხდა, რის გამოც ლევან ხაბეიშვილს ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლით წარედგინა, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა