ლაშა ტალახაძემ რომში 3 ოქროს მედალი მოიგო

ქართველმა სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს თასზე მეტოქეებს დიდი უპირატესობით სძლია. იტალიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში 200/210/215კგ. დასძლია და პირველი ადგილი დაიკავა.

sportall.ge - ის ინფორმაციით, ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა: ტალახაძემ 3 ოქრო, ანტონ პლესნოიმ 3 ოქრო, შოთა მიშველიძემ 3 ვერცხლი, გოგა ჩხეიძემ კი - 2 ბრინჯაო.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი