ანა დოლიძის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სერიოზული საკითხი, რომელიც ონლაინთამაშებთან დაკავშირებით არსებობს, არის რეგულირების არარსებობა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, კამპანიის „აზარტული თამაშების წინააღმდეგ” ხელმძღვანელი, ანა დოლიძე და კამპანიის წევრები ეკონომიკური მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სერიოზული საკითხი, რომელიც ონლაინთამაშებთან დაკავშირებით არსებობს, არის რეგულირების არარსებობა და შესაძლებლობა, რომ ონლაინთამაშები გამოყენებული იყოს ფულის გათეთრებისთვის. მისი თქმით, სხვა თემებთან ერთად, ეს არის ის მთავარი საკითხი, რომელსაც შეხვედრაზე ეკონომისტებთან ერთად განიხილავენ.

„ერთ-ერთი ძალიან სერიოზული საკითხი, რომელიც დგას განსაკუთრებით ონლაინთამაშებთან მიმართებაში, ეს დაადასტურა ასევე სახალხო დამცველმა თავის ბოლო ანგარიშში, არის რეგულირების არარსებობა და შესაძლებლობა, რომ ონლაინთამაშები იმიტომ, რომ აღრიცხვიანობა აქ ნაკლებია, ხშირად იყოს გამოყენებული „ფულის გათეთრებისთვის“, „ფულის გათეთრების“ საშიშროება ასევე არაერთხელ დააყენა აშშ-მა თავის ანგარიშებში. ჩვენ დღეს შეხვედრა გვაქვს სწორედ ამასთან მიმართებაში ეკონომისტებთან, ვისაუბრებოთ იმ თემაზე, რამდენად სწორად, მიზანმიმართულად, კარგად ახერხებს სახელმწიფო აღრიცხვას, ვინ, როგორ, რამხელა თანხებზე თამაშობს ონლაინთამაშებში, როგორ ტრიალებს აქ ფული და რამდენად სწორად იხდიან ეს ონლაინთამაშები იმ გადასახადებს, რომელიც სახელმწიფოს უნდა გადაუხადონ.

ეს არის ძალიან სერიოზული დისკუსია, მანამდე ჩვენს სახელმწიფოში არაერთხელ წამოიჭრა ეს საკითხი, თუმცა სახელმწიფოს ამასთან დაკავშირებით არანაირი რეფორმა არ გაუტარებია. მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველიც ამბობს, რომ ტოტალიზატორიდან “საერთო”, ე.წ. “ობშიაკი” გროვდება ციხეებში, განგაშის ზარი არის ნამდვილად შემოსაკრავი ამ საკითხთან დაკავშირებით და სწორედ ამაზე გვექნება ეკონომისტებთან ერთად დღეს დისკუსია”, - განაცხადა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა