„გადააგდეთ ბეტონყმობა", - ამ მოთხოვნით  ვარკეთილში, „ანას ბაღთან" აქცია მიმდინარეობს

„გადააგდეთ ბეტონყმობა", - ამ მოთხოვნით ვარკეთილში, „ანას ბაღთან" აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბაღის ცენტრალურ შესასვლელთან კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ფხალაძემ განუცხადა, „ანას ბაღის" გადასარჩენად ხელმოწერები გროვდება, რომელსაც საკრებულოში შეიტანენ. როგორც აქციის ორგანიზატორი განმარტავს, პეტიციისთვის 15 000 ხელმოწერაა საჭირო, ფხალაძის თქმით კი, ერთ კვირაში უკვე 3 000 ხელმოწერა შეგროვდა.

„აქციის მოთხოვნები არ შეცვლილა, მესამე წელია თბილისის მერიისგან ვითხოვთ დაგვიბრუნოს გასხვისებული ეზო, რომელშიც ახლა მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი. ხელმოწერებს ვაგროვებთ პეტიციისთვის, რომელიც საკრებულოში უნდა შევიდეს", - განაცხადა ფხალაძემ.

ადვოკატ მუხრან ღურწკაიას განცხადებით, მერიაში ადმინისტრაციული საჩივარია შეტანილი, 10 თებერვალს კი მოსახლეობის მოთხოვნას გააჟღერებენ, რომლის მიხედვითაც ბრძანების ბათილად ცნობას და მშენებლობის ბრძანების შეჩერებას ითხოვენ. ამავე დღეს, მერიაში, 17:00 საათზე მოხდება საჩივრის განხილვა.

ღურწკაიას თქმითვე, თუკი, მერია უარს იტყვის მშენებლობის ბათილად ცნობაზე და მის შეჩერებაზე, სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართავენ.

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ საპროტესტო აქცია ყოველდღიურ სახეს მიიღებს და საჭიროების შემთხვევაში, უკიდურეს ფორმასაც, შიმშილობასაც მიმართავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა