დავით რაქვიაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ ძალიან მკაფიოდ და ნათლად უნდა იყოს გაგებული, რომ საქართველოს დასავლეთისკენ ორიენტირს არავინ დათმობს

„ქართულ ოცნებაში“ ძალიან მკაფიოდ და ნათლად უნდა იყოს გაგებული, რომ საქართველოს დასავლეთისკენ ორიენტირს არავინ დათმობს, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა დავით რაქვიაშვილმა ექსპერტებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოსთვის რა გავლენას იქონიებს დასავლეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო სანქციების დაწესება, რაქვიაშვილი პასუხობს, რომ ქვეყნისთვის ეს კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება.

„სანქციებამდე მისული საქართველო ნიშნავს, რომ საქართველო დღის წესრიგიდან გაქრა, როგორც დასავლეთისკენ მიმავალი და დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორი. საქართველოსთვის ეს იქნება სრულიად კატასტროფული შედეგი. აქვე უნდა გვესმოდეს, რომ ის გზავნილები, რომელიც აშშ-დან მოდის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ასევე ეკუთვნის ქართველ ხალხს, იმიტომ, რომ ის 30-წლიან ბრძოლას, რომელშიც ჩვენ ყველა ვიმყოფებით, მხარს უჭერს აშშ და მთლიანად დასავლეთი. ამ ბრძოლის დათმობას და საქართველოს კურსის შეცვლას არავინ აპირებს. „ქართულ ოცნებაში“ ეს ძალიან მკაფიოდ და ნათლად უნდა იყოს გაგებული - საქართველოს დასავლეთისკენ ორიენტირს არავინ დათმობს“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს