არჩილ თალაკვაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 5-10 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეკრებაში, National Prayer Breakfast მიიღებს მონაწილეობას.

პარლამენტის პრესამსახურის ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძე ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და სენატში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს . შეხვედრები ასევე გაიმართება სახელმწიფო მდივნის მოქმედ თანაშემწესთან, ფილიპ რიკერთან, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწესთან, ბროკ ბიერმანთან, ორგანიზაცია Trammo Inc–ის აღმასრულებელ დირექტორთან ედუარდ ვეინერთან და ექსპერტებთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს შეხვდება და ასევე ვაშინგტონის ქართული მემკვიდრეობის აკადემიას ეწვევა.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი