ირაკლი აბესაძე - უმრავლესობის წევრებს უწევთ საზოგადოებას ჩახედონ თვალებში და დაინახონ, მოტყუებული საზოგადოება როგორ არ აპირებს შეეგუოს მათ პოლიტიკურ თავხედობას

„უმრავლესობის წევრებს უწევთ საზოგადოებას ჩახედონ თვალებში და დაინახონ, გადაგდებული და მოტყუებული საზოგადოება როგორ არ აპირებს შეეგუოს მათ ასეთ პოლიტიკურ თავხედობას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი აბესაძემ „პალიტრანიუსს“ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, „ოპოზიციური ერთიანობის და მოლაპარაკებების პარალელურად, მუდმივად გაგრძელდება მწვავე აქციები“.

„ამ ქვეყანაში 2020 წელს უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. არჩევნები, რომლის შედეგსაც განსაზღვრავს ამომრჩევლის ნება და არ ექნება უფლება და შესაძლებლობა ივანიშვილს, რომ ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას საზოგადოებრივი მხარდაჭრის არარსებობის პირობებში, რომლის დიდი იმედიც აქვს. ჩვენ ვხედავთ როგორ სირაქლემას პოზაშია ივანიშვილი და არ იმჩნევს არც ქართულ საზოგადოებას და არც იმ უმწვავეს კრიტიკას, რომელიც მოდის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და მეგობრებისგან და რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს აქციები იქნება უფრო და უფრო მეტად მწვავე და ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს დათმოს და მიიღოს სამართლიანი საარჩევნო სისტემა“, - განაცხადა აბესაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა