სოფო კილაძე - ცალკეულ სენატორებს უფლება აქვთ თავიანთი მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენთვის უპირველესი მნიშვნელობისაა ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია

ცალკეულ სენატორებს უფლება აქვთ თავიანთი მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენთვის უპირველესი მნიშვნელობისაა ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სენატროების მიერ გამოთქმულ კრიტიკას. კილაძის თქმით, დემოკრატიის მიმართულებით საქართველოს სვლა და დადებითი ტენდენციები ოფიციალურ ვაშინგტონს ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის ყველაზე მჭიდრო ეტაპზე ვართ, რაც კი გვქონია ამ დროის მანძილზე. საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება ეს თუ ხელისუფლების ნებისმიერი სხვა ოფიციალური პირი, ჩვენ ყველა მოწოდებული ვართ, რომ ეს ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს. მე ამ იმედს მაძლევს ის განცხადებები, რომელიც ოფიციალური ვაშინგტონის დონეზე კეთდება. კელი დეგნანიც ამ ურთიერთობასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობდა. მესმის, რომ ჩვენი ოპოზიცია და ოპოზიციური მედია იმის წარმოჩენას ცდილობს, თითქოს საქართველოსთან არავინ არ ურთიერთობს, თუმცა ეს ასე არ არის. ბუნებრივია, არის გარკვეული საკითხები, რაზეც ერთად ვიმუშავებთ. არჩილ თალაკვაძემაც გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ მიერ ინფორმაციის გაცვლა ინტენსიური იქნება და დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრები, ასეთი მჭიდრო კავშირები თავის შედეგს დადებს.

დემოკრატიის მიმართულებით საქართველოს სვლა და დადებითი ტენდენციები ოფიციალურ ვაშინგტონს ეჭვქვეშ არ დაუყენებია. ცალკეულ სენატორებს უფლება აქვთ თავიანთი მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენთვის უპირველესი მნიშვნელობისაა ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია“, - განაცხადა კილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა