ირაკლი კობახიძე - აშშ-ში შეხვედრებით დეზინფორმაციაზე გაიმარჯვებს ინფორმაცია და ტყუილზე - სიმართლე

აშშ-ში, ამ შეხვედრების საფუძველზე, დეზინფორმაციაზე გაიმარჯვებს ინფორმაცია და ტყუილზე აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რითიც ის გამოეხმაურა აშშ-ში ქართული დელეგაციის ვიზიტს.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია მეგობრებთან, პარტნიორებთან, განსაკუთრებით ამერიკელ მეგობრებთან.

"იცით რომ იყო შემთხვევები, როცა დეზინფორმაცია მიეწოდებოდათ ჩვენს პარტნიორებს. ამან გარკვეული ასახვა ჰპოვა განცხადებებში. ჩვენ გვქონდა გარკვეული ვაკუუმი კომუნიკაციაში დასავლელ პარტნიორებთან, თუმცა, ამის პრობლემა აღარაა. გაგრძელდება კომუნიკაცია და შეხვედრები. ამ შეხვედრების საფუძველზე დეზინფორმაციაზე გაიმარჯვებს ინფორმაცია და ტყუილზე აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე. სიმართლე არის ჩვენს მხარეს და მივაწვდით ამ სიმართლეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

„საბოლოო ჭამში, დასავლელ პარტნიორებს აუცილებლად ექნებათ სწორი ინფორმაცია. პრობლემა იყო, არასწორი და ყალბი ინფორმაცია მიეწოდებოდათ ჩვენს პარტნიორებს, რაც აისახებოდა მათ წერილებსა და განცხადებებში", - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა