ჯანდაცვის მინისტრი - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ კორონავირუსის შემოტანის პრევენცია

ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ კორონავირუსის შემოტანის პრევენცია, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ინფექცია მაინც დაფიქსირდა, ქვეყანა მზადაა პაციენტებს სწრაფი და ხარისხიანი გადაუდებელი დახმარება გაუწიოს.

„მინდა საჯაროდ გადავუხადო მადლობა სამედიცინო პერსონალს, ეპიდემოლოგების მთელ გუნდს, ლუგარის ლაბორატორიის, ასევე დაავადებათა კონტროლის სამსახურის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისა და აქტიური თანამშრომლობისთვის. მოგეხსენებათ, უკვე საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, კერძოდ კი ლუგარის ლაბორატორიას აქვს საშუალება ვირუსის იდენტიფიცირება/დიაგნოსტირება მოახდინოს“, - აღნიშნა მინისტრმა. ​

იხილეთ ვიდეო: ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსის შემოტანის პრევენციისთვის ყველაფერი კეთდება

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე