რომან კაკულია ჯანდაცვის მინისტრს - რას აკეთებთ იმისთვის, რათა საავადმყოფოებში სამუდამოდ დასრულდეს პაციენტების მოთხოვნა - „დარეკე რა თუ შეიძლება, რომ ყურადღება მომაქციონ“?

რას აკეთებთ იმისთვის, რათა საავადმყოფოებში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პაციენტების მოთხოვნა - „დარეკე რა თუ შეიძლება, რომ ყურადღება მომაქციონ“? - აღნიშნული კითხვით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მისულ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მიმართა.

რომან კაკულია დაინტერესდა, კეთდება თუ არა რამე პაციენტისადმი დამოკიდებულების სტანდარტის შესაქმნელად.

„რას აკეთებთ თქვენ იმისთვის, რომ საავადმყოფოებში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პაციენტების მოთხოვნა - „დარეკე რა თუ შეიძლება, რომ ყურადღება მომაქციონ.“ ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი ჩემთვისაც, როდესაც მაწუხებს ვიღაც.

მესმის ახლა იქ ხელფასის ნაკლებობა და ძალიან ბევრი თემაა, მაგრამ თუ აკეთებთ რამეს იმისთვის, რომ პაციენტისადმი დამოკიდებულების სტანდარტი და ადამიანური დამოკიდებულების რაღაც სტანდარტი შეიქმნას და ასეთი დარეკვის, ნაცნობობის თემა დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში, რომ ეს იმის ნათესავია და ეს იმის ახლობელია და მიმიხედე თუ შეიძლება“, - განაცხადა რომან კაკულია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა