რევაზ არველაძე ჯანდაცვის მინისტრს - შეიძლება მე მეშლება, მინდა თქვენ გააკეთოთ ეს განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?

შეიძლება მე მეშლება, მინდა თქვენ გააკეთოთ ეს განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები? - ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მისულ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მიმართა.

„გუშინ გავაკეთე განცხადება, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ. ამას მოჰყვა პირდაპირ შკვალი, მე აღარ ვიტყვი ისეთი უცენზურო და ასე შემდეგ. თავი დავანებოთ ამ ამბავს, თუმცა იყო დადებითი გამოხმაურებებიც. მე ძალიან კარგად მესმის, რომ საქართველოში არის გაჭირვებული მდგომარეობა. საქართველოში მთავარი პრობლემა სიღარიბეა და აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია ასეთ გაჭირვებულ ბავშვებს პრობლემები ექმნებათ როგორც განათლების, ასევე სამედიცინო მომსახურების, სოციალური საკითხების და ა.შ თუმცა სულ სხვა ამბავი არის, ჩემი აზრით, შიმშილი. აი, ამისთვის შემდეგ, მე განმარტება გავაკეთე, რომ გამოყოფილი არის 70 მილიონი ლარი, ყოველთვიურად ეძლევათ ასეთ ბავშვებს კვების ბარათები, ვაუჩერები, არსებობს სხვა პროგრამებიც, თუმცა, შეიძლება მე მეშლება, მინდა თქვენ გააკეთოთ ეს განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?“- განაცხადა რევაზ არველაძემ.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა