გედევან ფოფხაძე ჯანდაცვის მინისტრს - ვფიქრობდი თქვენთვის მადლობა რისთვის გადამეხადა და ჯერ ვერაფრისთვის გადაგიხდით, მაგრამ თუ გადადგებით - გადაგიხდით

ვფიქრობდი მადლობა რისთვის გადამეხადა თქვენთვის, ჯერ ალბათ ვერაფრისთვის ვერ გადაგიხდით, მაგრამ თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით დაკავებული თანამდებობიდან, მე მადლობას გადაგიხდით, - ასე მიმართა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა გედევან ფოფხაძემ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც პარლემენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოხსენებით წარსდგა.

ფოფხაძემ მინისტრის გამოსვლა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის რეალობისგან შორს იყო.

„ვერ გავიზიარებ ჩემი იმ კოლეგების პათოსს და განწყობებს, რომლებიც პოზიტიურ ტალღაზე იყო გაჟღერებული, ნამდვილად არ ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ თქვენი მოხსენება ძალიან შორს იყო რეალობისგან და დიდი იმედი მაქვს, რომ კითხვების ნაწილში მაინც ცოტა დაუბრუნდებით რეალობას, რა ხდება ქვეყანაში, რა გაჭირვებაა მოსახლეობაში, ჯანდაცვის სფეროში, რა კატასტროფული მდგომარეობაა დასაქმების სფეროში და ერთხელ და სამუდამოდ, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვიდეოკამერები კი არ უნდა ვუყიდოთ სოციალურ მუშაკებს, არამდე რეალურად უნდა ვიზრუნოთ, რომ ამდენი გაჭირვებული ადამიანი არ გვყავდეს და პოლიტიკა ამ თვალსაზრისით თქვენს მოხსენებაში შემოთავაზებული არ იყო.

რუსთაველზე ვცხოვრობ და ვიდრე პარლამენტამდე მოვედი 10 ადამიანი შემხვდა ხელგამოწვდილი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა და ყველასთვის ფული არ მეყო“, -აღნიშა ფოფხაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა