ლევან კობერიძე - უმრავლესობის დეპუტატები მადლობის გადახდით არიან დაკავებული ჯანდაცვის მინისტრისთვის, რომელიც რვა თვეა პარლამენტში არ მოსულა - რა აქვს სამადლობელი, ჩემთვის გაუგებარია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ უხდიან უმრავლესობის დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს მადლობას მაშინ, როდესაც ის რვა თვეა პარლამენტში არ მისულა.

როგორც კობერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეკატერინე ტიკარაძისთვის „მინისტრის საათი“ „კომფორტული ფორმატია“, ამიტომ მან თარიღი უნდა დაასახელოს, როდის აპირებს საკომიტეტო მოსმენაზე მისვლას, სადაც ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დაიბარეს.

„მინისტრის საათი“ მისთვის არის ძალიან კომფორტული ფორმატი. ხედავთ, რომ უმრავლესობის დეპუტატები ძირითადად მადლობის გადახდით არიან დაკავებული, მინისტრისთვის, რომელიც რვა თვეა სხვათაშორის საერთოდ არ მოსულა პარლამენტში და რა აქვს სამადლობელი, ჩემთვის პირადად გაუგებარია. ყველაზე მთავარი ისაა, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობას და სამინისტროს არ აქვს ჯანდაცვის პოლიტიკა. საყოველთაო ჯანდაცვის ის კონცეფცია, რომელიც არსებობდა, დღეისთვის აღარ არსებობს და ამას ვხედავთ. მისი მხრიდან მის გამოსვლაში არაფერი არ იყო ნათქვამი ჯანდაცვის პოლიტიკაზე. მინისტრი, რომელსაც ელოდება მთელი საზოგადოება, დრო, რომელიც იყო გამოყოფილი, ის დროც არ დასჭირდა და არც დროის დამატება”,- განაცხადა კობერიძემ.

ლევან კობერიძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ჯანდაცის მინისტრის მოსმენისას ყურადღება დღეს არსებულ პრობლემებზე იყოს მიპყრობილი, აქცენტები „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ „შეხმატკბილებულ კამათზეა“ გადატანილი.

„რეალურად, „ქართული ოცნების” წისქვილზე წყლის დასხმაა, როდესაც ამ ორპოლუსიანობით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ასე შეხმატკბილებული ეკამათებიან და ექიშპებიან ერთმანეთს, ამ ფონზე საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მთავარი პრობლემები, რაც არის იგივე ჯანდაცვასთან და სოციალურ თემებთან დაკავშირებული, ასევე შრომასთან, ცხოვრების პირობებთან დაკავშირებული საკითხები - ყველა ამ საკითხზე მსჯელობები დღეს აღარ მიმდინარეობს, დღევანდელი დღე მედია-სივრცეს დათმობილი აქვს, როგორ აივლიან და ჩაივლიან „ნაციონალური მოძრაობის” ცნობილი სახეები ქუჩებზე, სხვა ოპოზიციას არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მერე როგორ გამოვა „ქართული ოცნება“ და პასუხობს მათ გაყოყოჩებული ყურშასავით, რომ რა პრობლემაა, 200 „ნაცი“ არაფერია. ამას უნდა ვუყუროთ ჩვენ დღეს?!

ჯანდაცვის მინისტრი მოსულია და იმის მაგივრად, რომ მთელი ყურადღება იქით იყოს მიპყრობილი, თუ რა ხდება ქვეყანაში ამ საკითხებზე, სამწუხაროდ, საზოგადოების აქცენტები გვინდა - არ გვინდა, ნებით თუ უნებლიედ შეთანხმებულ პროცესზეა გადატანილი. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებს 2020 წლის არჩევნებზე და ამ ორივე ძალას მიუჩენს ადგილს”,- განაცხადა კობერიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა