ეკატერინე ტიკარაძე კითხვაზე შიმშილობენ თუ არა ბავშვები საქართველოში - ეს საკითხი წლების წინაც ცხარე დისკუსიის საგანი იყო და დღესაც მწვავედ დგას

შიმშილობენ თუ არა ბავშვები საქართველოში - ეს საკითხი წლების წინაც ცხარე დისკუსიის საგანი იყო და დღესაც მწვავედ დგას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას ბევრი სამუშაო აქვს იმისთვის, რომ ქვეყანაში ბავშვები არამხოლოდ არ შიმშილობდნენ, არამედ იმისთვისაც, რომ მათი კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი.

„შიმშილობენ თუ არა ბავშვები საქართველოში - ეს საკითხი წლების წინაც ცხარე დისკუსიის საგანი იყო და დღესაც მწვავედ დგას. უნდა აღვნიშნო, რომ 2019 წლის იანვრიდან ხუთჯერ გაიზარდა ბავშვებისთვის გაწეული დახმარება. ასევე არსებობს საკვები ვაუჩერები, მაგრამ ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი ბენეფიტი. აღმასრულებელ მთავრობას ჯერ ბევრი აქვს სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები არამხოლოდ არ შიმშილობდნენ, არამედ მათი კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს ჩვენი ყველას ერთობლივი საზრუნავია. ერთობლივი ძალებით და ჩვენი მოტივაციით დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ამ პრობლემის დაძლევასაც. ჯანდაცვის სამინისტროს ნამდვილად ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი უდგას გვერდში, რომ გავაანალიზოთ ის პრობლემები, რაც დღეს ჩვენ გვაქვს და ასევე, ვმუშაობთ გამოსავალზე, რაც ყველაზე კეთილგონიერი იქნება ბავშვებისთვის,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა