ჯანდაცვის მინისტრი - პირადად ვარ ჩართული სამედიცინო ჰოლდინგის განვითარების გეგმის შემუშავებაში, ვთვლით, რომ ერთი თვის შემდეგ საკმაოდ მკაფიო მონახაზი გვექნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჰოლდინგის განვითარების მკაფიო მონახაზი ერთი თვის შემდეგ იქნება ცნობილი. ამის შესახებ მან დეპუტატებს კითხვის საპასუხოდ პარლამენტში განუცხადა, სადაც "მინისტრის საათის" ფარგლებში წარდგა.

მინისტრის თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება საავადმყოფოს საკუთრებაში და ჰოლდინგის დაქვემდებარებაში შევა.

„ერთობლივად ვმუშაობთ ჰოლდინგის განვითარების გეგმაზე როგორც პოლიტიკის დეპარტამენტი, ასევე პირადად მე ვარ ჩართული ჰოლდინგის განვითარების გეგმის შემუშავებაში. ერთი თვის შემდეგ ვთვლით, რომ საკმაოდ მკაფიო მონახაზი გვექნება, თუ როგორი იქნება ჰოლდინგის განვითარება“,-განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, დღეს ბაზარზე 293 კლინიკაა და აქედან 5-6% ეკუთვნის სახელმწიფოს. ტიკარაძის განცხადებით, ყველა მათგანი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და პროგრამის ფარგლებში იღებენ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„მე არ მგონია, რომ სახელმწიფო კლინიკების გაერთიანება და მათი უკეთესი მართვა რამე რისკს წარმოადგენდეს კერძო სექტორისთვის. ჩვენ არ გვაქვს მიდგომა, რომ მხოლოდ ერთი ტიპი უნდა არსებობდეს. რამდენიმე ტიპის არსებობა საშუალებას მოგვცემს დავინახოთ რა ხარვეზებია ამა თუ იმ მოდელში“,-განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, განვითარებული ქვეყნებიც ვერ თანხმდებიან, თუ როგორია საუკეთესო მართვის მოდელი.

შეგახსენებთ, 3 თებერვალს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორად ჯანდაცვის მინისტრმა გიორგი ჩოგოვაძე წარადგინა.

როგორც ცნობილია, სამედიცინო ჰოლდინგში, პირველ ეტაპზე, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში რეგიონალური სამედიცინო დაწესებულებებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე