სტამბოლში „პეგასუსის“ თვითმფრინავი დაფრენისას მოცურდა და ხევში ჩავარდა

სტამბოლის გოქჩენის აეროპორტში ინციდენტი მოხდა. ავიაკომპანია „პეგასუსის“ სამგზავრო თვითმფრინავი დაფრენის დროს ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მოცურდა და ხევში გადავარდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Sabah იუწყება.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის მეჰმეთ ჯაჰიდ თურჰანის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაღუპულები არ არიან. მისი თქმით, ყველა მგზავრის ევაკუირება დროულად მოხდა.

თვითმფრინავში 171 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ის იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.

იხილეთ ვიდეო: პირველი კადრები სტამბოლის აეროპორტიდან, სადაც "პეგასუსის" სამგზავრო თვითმფრინავი მოცურდა და ხევში გადავარდა

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს