სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 50 ცალი პორტატული რადიოგადამცემი (ე.წ. ,,რაციები”) საჩუქრად გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, აღჭურვილობის გადმოცემას სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტი და სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

„გადაცემული ტექნიკური აღჭურვილობა გააუმჯობესებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელთა შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს მათ ეფექტიან მუშაობას.

შეხვედრის დასასრულს მხარეები გამომძიებლებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების ჩატარებასა და სხვა პროექტების ფარგლებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა