გრიგოლ გეგელია - საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შრომის ღირსეული პირობები

საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შრომის ადეკვატური და ღირსეული პირობები ისე, როგორც ნორმალურ სახელმწიფოშია, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

გეგელიას თქმით, დღეს საქართველოში შრომის ინსპექციას არ გააჩნია აღსრულების რეალური მექანიზმი.

„ვიდრე „ქართული ოცნება“ აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მომავლით თამაშს, ჩვენ ვაგრძელებთ რეალურ პრობლემებზე საუბარს, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას. დღეს ეს არის შრომითი უსაფრთხოების საკითხები. 2011 წლიდან დღემდე ამ ქვეყანაში შრომის დროს, 400-ზე მეტი დასაქმებული დაიღუპა. 2011 წლიდან დღემდე, 1100-ზე მეტი დასაქმებული მძიმედ დაშავდა ან დასახიჩრდა. 2015-2017 წლებში წარმოებული სამასამდე საქმიდან მხოლოდ 3 პირს შეეფარდა პატიმრობა. დღეს ჩვენ არ გვაქვს შრომის ადეკვატური ინსპექცია და შრომის ინსპექციას არ გააჩნია აღსრულების რეალური მექანიზმი. ეს არის მდგომარეობა, რომელიც სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შრომის ადეკვატური და ღირსეული პირობები ისე, როგორც ნორმალურ სახელმწიფოში“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა