ანრი ოხანაშვილი - „ტაიმერი" ჩართულია, დღეს „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო

პოლიტიკურად „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ სუნთქვაზეა, "ტაიმერი" ჩართულია, პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო დღეს „ნაციონალური მოძრაობის", - აღნიშნულის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართული ბრიფინგის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„უნიათო ოპოზიციურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომლებმაც ტყუილის სწორად გაყიდვაც ვერ ისწავლეს და ის, რომ მთელი მათი მმართველობის პერიოდში საზოგადოებას ტყუილში აცხოვრებდნენ და ფასადურ დემოკრატიას სთავაზობდნენ, იმდენად უნიათოები არიან, რომ ტყუილსაც ვეღარ ამბობენ. ეს დასკვნა არის ამის მიმანიშნებელი. თუ ისინი კარგი იურისტები არიან და კითხულობენ ტექსტს, გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან ერთი წინადადება, სად წერია, რომ მათი გადმოსახედიდან „გერმანული მოდელი“ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. ასევე პარადოქსია ისიც, რომ საზოგადოებას ეუბნებოდნენ თითქოს „გერმანული მოდელი“ გააგზავნეს, რეალურად დამახინჯებული „გერმანული მოდელი“ გააგზავნეს, ავღანური საარჩევნო სისტემის ელემენტებით გაჯერებული", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ტაიმერი" ჩართულია, დღეს "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო"

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია