"მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

"მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ ფარგლებში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ წარმომადგენლებს, საერთაშორისო პროექტების კონსულტანტებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა მიზნად რეგიონული ნაგავსაყრელების პროექტების კონსულტანტების მიერ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვას ისახავდა.

უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობის ადგილის შერჩევის დროს გამოვლენილი მთავარი გამოწვევები და ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების გზები.

მათივე ინფორმაციით, „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“ კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების მოწყობასა და არსებული ძველი ნაგავსაყრელების დახურვას ითვალისწინებს.

"დაგეგმილია ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას, საცხოვრებელი და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას.პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

განხილვაში აქტიურად იყვნენ ჩართულები მოწვეული სტუმრები: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გერმანიის რეკონსტურციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლები,-ნათქამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია