გუკა რჩეულიშვილი - „ცენტრ პოინტსა“ და სხვა კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ძალაში თებერვლის ბოლოდან შევა

„ცენტრ პოინტ ჯგუფსა“ და რამდენიმე კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ძალაში თებერვლის ბოლოდან შევა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა.

როგორც რჩეულიშვილი ამბობს, ხელშეკრულებები, რომელიც „ცენტრ პოინტის“ მიერ დაწყებული მშენებლობების გადაბარებას და დაზარალებულთა დაკმაყოფილებას გულისხმობს, რამდენიმე კომპანიასთან უკვე გაფორმებულია და ახლა მერია მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს აგვარებს.

რჩეულიშვილი ელის, რომ მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები ძალაში შევა, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულ მისი ოჯახის წევრებთან, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან, ასევე მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისულების აღკვეთა შეუფარდა. საგამოძიებო უწყება დებს 11 მილიონი ლარზე მეტის მითვისებას ედავება.

რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, მას ბრალდების მხარე დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება.

ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.02.2020
არმაზ ახვლედიანი -  უგუნური, დანაშაულებრივი ქმედებებით ივანიშვილი პროვოცირებას უკეთებს მოვლენების ყველაზე არასასურველი სცენარით განვითარებას
"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა
კომპანია Domson’s Engineering & Construction-მა Forbes Georgia-ს 2019 წლის დაჯილდოებაზე Property-ს ჯილდო მოიპოვა
ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვა სწრაფად და იაფად იქნება შესაძლებელი
Galaxy S20, S20+ და S20 Ultra-ს წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
„მაკდონალდს საქართველო“ ირჩევს HAVI-ს, როგორც სანდო ლოგისტიკურ პარტნიორს