„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, დადიანის გამზირზე ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება საზოგადოების აქტიურობის შედეგად შეჩერდა

თბილისში, დადიანის გამზირზე თეა წულუკიანის უწყება, მევახშესთან ერთად, 8 აგვისტოს ომის მონაწილე მარიამ კაკიაშვილის გამოსახლებას გეგმავდა, თუმცა საზოგადოების აქტიურობის შედეგად, აღსრულების პოლიციამ დაგეგმილი გამოსახლება შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

„ვეტერანი ქალბატონი 3 შვილთან ერთად ცხოვრობს. მან მევახშისგან 16 000 აშშ დოლარი ისესხა და ვალდებულებას 1 წლის მანძილზე კეთილსინდისიერად ასრულებდა. ოჯახი ამჟამადაც მზად არის, რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, გადაიხადოს ვალის დარჩენილი ნაწილი, თუმცა მევახშე მარტოხელა დედისგან 25 000 დოლარის ერთბაშად გადახდას ითხოვს.

აღსრულების ადგილას დილიდან შეიკრიბნენ კაკიაშვილების ოჯახის გულშემატკივრები, მეზობლები, უბნელები, ასევე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. საზოგადოების აქტიურობის შედეგად, აღსრულების პოლიციამ დაგეგმილი გამოსახლება შეაჩერა, რის შემდეგად მხარეებს შორის გაიმართება მედიაციის პროცესი ვალის რესტრუქტურიზაციის (გადანაწილების) საკითხზე. „თავისუფალი საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს მედიაციის პროცესში, სადაც მოვალის ინტერესებს წარმოადგენს“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება