გენადი არველაძე - ევროკავშირის ქვეყნებთან მნიშვნელოვნად იზრდება როგორც ექსპორტი, ასევე ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის შეფასებით, ევროკავშირი 2019 წლის ანგარიშში ხაზს უსვამს სხვადასხვა მიმართულებებს, რომელშიც საქართველო პროგრესირდება, მათ შორის არის ექსპორტის დინამიკა, ეკონომიკური ზრდა, ასევე ქვეყნის წინსვლა საერთაშორისო რეიტინგებში არაერთ სფეროში, მათ შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

არველაძის განცხადებით, გასულ წელს საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა.

„მნიშვნელოვნად იზრდება ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში. 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებთან გვქონდა ექსპორტის ზრდის რეკორდული მაჩვენებელი, ასევე 40 პროცენტით არის გაზრდილი ექსპორტიორო კომპანიების რაოდენობა, მაგალითად, 2014 წელთან შედარებით. ანგარიშში ასევე საუბარია როგორც ეკონომიკურ გამოწვევებზე, ასევე ნავარაუდებთან შედარებით ბევრად მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც 2019 წელს დაფიქსირდა“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილი.

„გასული წლის მესამე კვარტალში დაგვიფიქსირდა 13%-ზე მეტი ზრდა. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეინვესტირების 100 პროცენტზე მაღალმა ზრდამ. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორების ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ იზრდება. აქვე მნიშვნელოვანია, რომ მშპ-სთან მიმართებაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 7,6% შეადგინა“ ,- აღნიშნა არველაძემ.

მათივე ცნობით, 2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს სხვადასხვა სფეროებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა