მიხეილ სააკაშვილი 1-ელი მარტიდან "საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე პირად შტაბს ხსნის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი მარტიდან "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე პირად შტაბს ხსნის. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„პირველი მარტიდან, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა“, - აცხადებს სააკაშვილი.

მისივე თქმით, ყველა რესურს და პოლიტიკურ გამოცდილებას მოახმარს, რომ ეს „უბედურება სწრაფად გადაილახოს“.

„ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას მე გვერდით, ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და მაქვს მე და ყველა ჩემს რესურს, ყველა ჩემს კონტაქტს ადამიანურს, პოლიტიკურს ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ ეს უბედურება სწრაფად გადაილახოს.წელს ისინი დასრულდებიან! წელს საქართველო დაიწყებს დაჩოქილი მდგომარეობიდან ადგომას!წელს საქართველოში გათენდება და ქართველი ხალხი აუცილებლად გავა სამშვიდობოზე! დროის ათვლა დაწყებულია, ქართველი ხალხის და თითოეული ჩვენგანის გამარჯვებამდე!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა