მალიში საფრანგეთის ძალებმა 30 ტერორისტი მოკლეს

მალის 3 სხვადასხვა რეგიონში საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე 30 ტერორისტი მოკლეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტერორისტები დაჯგუფებებთან „ალ-ქაიდასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებულები.

სამხედრო ოპერაციაში 2 ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი იყო ჩართული. ფრანგმა ჯარისკაცებმა ასევე გაანადგურეს დაჯგუფების კუთვნილი რამდენიმე ავტომობილიც.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში 4 500-მდე ფრანგი ჯარისკაცი იმყოფება, რომლებიც ადგილობრივი ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ იბრძვიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა