არჩილ თალაკვაძე საარჩევნო სისტემაზე - თებერვლის ბოლოს მოლაპარაკებების შეთანხმების ფანჯარა უკვე რეალურად იხურება

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ვარიანტზე თებერვლის ბოლომდე შეთანხმება თუ ვერ შედგება, მოლაპარაკების რაუნდიც დაიხურება.

„თებერვლის ბოლოს მოლაპარაკებების შეთანხმების ფანჯარა უკვე რეალურად იხურება, რადგან თებერვლის ბოლოს, შეთანხმება თუ არ შედგა პარლამენტი უკვე ვეღარ მოასწრებს ამ ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში. შესაბამისად, თებერვლის ბოლომდე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვნახოთ ოპოზიციის პრაგმატული პასუხი ამ შეთავაზებაზე. 100/50 - ეს არის ნამდვილად კომპრომისული ვარიანტი იმასთან შედარებით, თუ რა არის დღეს ჩაწერილი კონსტიტუციაში, გარდამავალ დებულებებში და ის ითვალისწინებს მნიშვნელოვნად პროპორციული მანდატების გაზრდას და ასევე მნიშვნელოვნად მაჟორიტარული მანდატების შემცირებას. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ შეთანხმება მოხდეს და მიიღოს კონკურენტული საარჩევნო გარემო, ამ ეტაპზე, ეს არის კომპრომისული, სამართლიანი შეთავაზება, მაგრამ, როგორც ვხედავ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს, რომელთაც არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, იმედი, რომ არჩევნებში რაიმე შედეგს აჩვენებენ, მათი ერთადერთი ამოცანა არის დესტუქცია და ერთადერთი ამოცანა არის, როგორმე არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან მათ არ აქვთ იმედი, რომ ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწევენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ ვაშინგტონში ვიზიტის დასრულების შემდეგ.

მისივე განმარტებით, ვაშინგტონში ვიზიტით ყოფნისას და გამართული შეხვედრების შემდეგ, უფრო მეტად დარწმუნდა, რომ დაბალი მხარადაჭერის მქონე პარტიები, რომელთაც საქრათველოში არ აქვთ ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, ძირითადად, თავის საარჩევნო კამპანიას ატარებენ ვაშინგტონში.

„ისინი ცდილობენ, რომ აქ მოახდინონ თავისი ვიწროპოლიტიკური ინტერესების პროექტირება, მოძებნონ ლობისტები, იპოვონ ადამიანები, ვისი საშუალებითაც შეიძლება, რომ გარკვეულწილად შეულახონ იმიჯი ჩვენს პოლიტიკურ გარემოს, საარჩევნო პროცესს და ამით სცადონ პოლიტიკური ქულების მოპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ყველას, ვისაც რეალურად დემოკრატია აინტერესებს, პირველ რიგში, ამ პარტიებმა ჩვენს მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან უნდა იმუშაონ, იქ გააკეთონ კამპანია, იქ აჩვენონ მათი ხედვები სხვადასხვა სფეროში პოლიტიკასთან დაკავშირებით და უკვე შემდეგ ვისაუბროთ, არის თუ არა მათი განწყობები გულწრფელი და სურთ თუ არა ნამდვილად სამართლიანი არჩევნები და საერთოდ, სურთ თუ არა არჩევნების გზით რაიმეს შედეგებისთვის ბრძოლა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია