მარკეტა გრეგოროვა - მგონია, რომ რუსეთი საქართველოში ცდილობს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია - ვფიქრობ, ნატო ასეთი შეშინებული არ უნდა იყოს

„მგონია, რომ რუსეთი საქართველოში ცდილობს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციისგან იმ აგრესიის შესაჩერებლად, რომელიც მოიცავს ე.წ. ბორდერიზაციასა და ადამიანების დაკავებას, ამჟამად ერთადერთი და საუკეთესო პასუხი ნატო-ში გაწევრიანებაა.

„როდესაც საქართველო თითქმის ნატო-ში შესვლის ზღვარზე იმყოფებოდა, რუსეთმა რა გააკეთა? საზღვრების ოკუპაცია დაიწყო. შესაბამისად, ვიტყოდი, რომ ეს დაეხმარებოდა სიტუაციას. მგონია, რომ რუსეთი ასე ვთქვათ, ცდილობს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია და თუ მათ პირდაპირი მნიშვნელობით არანაირ საზღვრებს არ დავანახებთ, საზღვრებს პატივს არ სცემენ და ისინი არც კი ექნებათ. რუსეთმა ამის გაკეთება გადაწყვიტა, რადგან იცის, რომ ნატო-ს არ შეუძლია, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით წინ წავიდეს, ან შეუძლია, თუმცა ამაზე ძალიან იყოყმანებს, რადგან ნატო-ს არ სურს, კონფლიქტი უფრო შორს წავიდეს ან ესკალაციის გამოწვევას შეუწყოს ხელი. ასეა თუ ისე, ნამდვილად ვფიქრობ, რომ თუ ნატო თავის მხარდაჭერას გამოხატავს, ეს ვითარებას ხელს შეუწყობს, პირიქით, სიტუაციის დეესკალაციას მოახდენს და ასევე ვფიქრობ, რომ ნატო ასეთი შეშინებული არ უნდა იყოს“, - განაცხადა გრეგოროვამ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ევროკავშირი და ნატო გარკვეული მიზეზების გამო მეტისმეტად რბილია რუსეთთან მიმართებაში, უპასუხა, რომ ეს მწვავე სიტყვებია.

„მესმის, რომ ამ ყველაფერში დიპლომატიაა ჩართული და მესმის ის მსოფლიო წესრიგიც, რომელშიც ამჟამად ვცხოვრობთ. ვიცი, რომ არ შეიძლება, ასეთი მწვავე განცხადებები გავაკეთოთ, რადგან ეს მსოფლიო წესრიგი საკმაოდ მყიფეა, ასე რომ მესმის, რას აკეთებს ნატო და ევროკავშირი და რატომ აკეთებს ამას ისე, როგორც აკეთებს. თუმცა, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად მათ მეტი ბიძგი უნდა განახორციელონ და განსაკუთრებით, მეტად უნდა დაიცვან თავიანთი პოზიციები. ნატო უდიდესი სამხედრო ძალაა მსოფლიოში, ევროკავშირი კი უდიდესი ეკონომიკური ბლოკი - იცით, ეს რაღაცას ნიშნავს და შეგვიძლია, ასე ვთქვათ, არ ვიყოთ ასეთი შეშინებულები, რომ ამ პოზიციას დავკარგავთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის