გიორგი ხანიშვილი თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ზუგდიდში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე მეთხილეობის დარგში არსებული ვითარება განიხილეს და 2019 წლის შედეგები შეაჯამეს.

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ასოციაციას და ფერმერებს ერთობლივი, აქტიური საქმიანობისთვის, რის შედეგადაც, გასულ წელს თხილის მოსავალი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შედეგად, გაიზარდა თხილის ფასი და ფერმერების შემოსავალი. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები და დარგის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და თითოეული ფერმერის გამარჯვებად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის შედეგები, რაც გასულ წელს მეთხილეობის დარგში გვქონდა. აზიური ფაროსანასას წინააღმდეგ ბრძოლის ყველა ღონისძიება, სამინისტროს სტრატეგიის შესაბამისად და ექსპერტების რეკომენდაციების მიხედვით, წარმატებით განხორციელდა. ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელს, ღონისძიებებში ჩართული ფერმერების რიცხვი გაიზრდება, რაც შესაძლებელს გახდის მივიღოთ კიდევ უფრო ხარისხიანი მოსავალი და მეტი შემოსავალი. მავნებლებთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფოსა და ფერმერების ერთობლივი, კოორდინირებული საქმიანობით, ჩვენ მივაღწევთ უფრო დიდ წარმატებას, რაც საბოლოოდ, მეთხილეობის დარგის განვითარებას და ქართული თხილის ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ ხაზგასმით აღნიშნა მეთხილეობის დარგში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული პროგრესი.

ღონისძიებას სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები, ასევე ასოციაციის 1500-მდე წევრი - თხილის გადამმუშავებლები, ექსპორტიორები და ფერმერები ესწრებოდნენ.

კონფერენცია, მეთხილეთა ასოციაციის ორგანიზებით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და კომპანიის FERRERO მხარდაჭერით გაიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ მეთხილეთა ასოციაცია 15 000 ფერმერს აერთიანებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა