მამუკა მდინარაძე - ოპოზიციამ უნდა გაგვცეს პასუხი რა ვარიანტზე თანხმდებიან, თუ ისევ ულტიმატუმს აყენებენ და ე.წ. გერმანულ მოდელზე არიან გაჩერებული

რეალურ კომპრომისზე თანხდებიან თუ არა ამ პასუხს ველოდებით და სისწრაფის მიზანშეწონილობა ისაა, რომ მერე შეუძლებელი ხდება როგორც საკონსტიტუციო ცვლილებაზე თეორიულად საუბარიც კი, ასევე საარჩევნო კანონდებლობაში რაიმე ცვლილების შეტანა, -ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ არჩილ თალაკვაძის განცხადება, რომლის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობდა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს სჭირდება გარკვეული ვადა.

„როცა რამდენიმეთვიან პროცესზე ვსაუბრობთ, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, დავუშვათ, პირობითად ზაფხულში, მივაღწიეთ რაღაც შეთანხმებას, ეს შემდეგ აისახოს შესაბამის კანონმდებლობაში. აქედან გამომდინარე, არის შემჭიდროვებული ვადა, როცა ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, ამიტომ ვამბობთ დაჟინებით რომ, რაც შეიძლება სწრაფად, ოპოზიციამ უნდა გაგვცეს პასუხი რა დათმობაზე მოდიან, რა ვარიანტზე თანხმდებიან. თანხმდებიან თუ არა ჩვენ მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს თუ ისევ ულტიმატუმს აყენებენ, ე.წ.გერმანულ მოდელზე არიან გაჩერებულები, თავისი ავღანური ჩანართებით და ელემენტებით მაჟორიტარული ნაწილისთვის. ისინი ასევე ცდილობენ ულტიმატუმი საზოგადოებას ისევ შეასაღონ გარკვეულ კომპრომისად. ეს არ გამოვა! ულტიმატუმები კომპრომისად არ საღდება, ჩვენი საზოგადოება ამას ბუნებრივია ასე არ მიიღებს"- განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა