აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩ მარია ვან კოლდამს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს მთავრობის საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო.

რუსლან აბაშიძემ ნიდერლანდელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში განხილულ საკითხებზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა