ირაკლი კობახიძე ინფორმაციას, რომ გიგი უგულავას ერთი და იმავე საქმისთვის ორჯერ უწევს სასჯელის მოხდა, არასწორს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ინფორმაციას, რომ გიგი უგულავას ერთი და იმავე საქმისთვის ორჯერ უწევს სასჯელის მოხდა, არასწორს უწოდებს. კობახიძის განცხადებით, ამჯერად საქმეზე სასამართლოს მესამე ინსტანციამ იმსჯელა.

„48 მილიონის გაფლანგვისთვის ადამიანს სასჯელი რომ შეეფარდება, ამას საზეიმო მიღებაზე ვერ გავარჩევთ. ეგ არის არასწორი ინფორმაცია. ეს იყო ერთი და იგივე პროცესი, რომელზეც მესამე ინსტანციამ იმსჯელა. იურისტები არასწორ ინფორმაციას გაწვდიან,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა