ბულგარეთის ქალაქ ვარნაში  ფოტო-გამოფენა "გამარჯობა, მე მქვია თბილისი" გაიხსნა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბულგარეთის ზღვისპირა ქალაქ ვარნაში ფოტო-გამოფენა სახელწოდებით - "გამარჯობა, მე მქვია თბილისი" გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები, ქალაქის ძველი და ახალი არქიტექტურით, გამოფენის დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს დედაქალაქის ისტორიასა და ახლანდელ იერსახეს გაეცნოს.

ღონისძიების ფარგლებში, ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, თამარ ლილუაშვილმა შეხვედრა ქ. ვარნაში ქართულ დიასპორასთან და საქართველოს საპატიო კონსულთან იული ნუშევთან გამართა.

გამოფენის მონახულება დამთვალიერებლებს ქ. ვარნის არქეოლოგიურ მუზეუმში 20 მარტამდე შეეძლებათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა