კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები ამჟამად კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის დასრულებულია სანიაღვრე ქსელის მოწყობა და ხორციელდება მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის დაგება დაიწყება.

„სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამჟამად „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს სამუშაოებს. დაახლოებით 20 თებერვლისთვის ყველაფერი იქნება დასრულებული და კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს მოასფალტებას. მარტის დასაწყისში ეს მონაკვეთი ქვედა ფენებში იქნება მოწყობილი და გადავალთ ბოლო მონაკვეთზე - ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე, სადაც ანალოგიური სამუშაოები შესრულდება. გაზაფხულზე მთლიანად დასრულებული იქნება ეს პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა