თურქეთი ასადის ხელისუფლების თავდასხმების საპასუხოდ იდლიბში ინტენსიურ სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს

თურქეთმა სირიის ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ იდლიბის ჩრდილო-დასავლეთით ინტენსიური დაბომბვა განახორციელა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, თურქეთის სამხედრო ძალებმა 100-ზე მეტი სამიზნე გაანეიტრალეს.

განცხადება გააკეთა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მევლუთ ჩავლუშოღლუს თქმით, ანკარამ „ლაჩრებს პასუხი გასცა“ და დასძინა, რომ „ქვეყნის დიდებული არმია განაგრძობს აუცილებლობის შესაბამისად მოქმედებას“.

შეგახსენებთ, რუსეთის დახმარებით, სირიის ბაშარ ალ ასადის ხელისუფლების ძალები იდლიბის პროვინციაზე კონტროლის დასამყარებლად ინტენსიურ შეტევებს ახორციელებდნენ. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმების დროს, გასულ კვირას სულ მცირე 6 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. ინციდენტის შემდეგ ანკარამ მოსკოვს მოუწოდა შეეჩერებინა მისი მოკავშირე ასადის რეჟიმი.

აღსანიშნავია, რომ მეორე თავდასხმა თურქულ პოზიციაზე გუშინ სწორედ იმ დროს განხორციელდა, როცა ანკარაში რუსული დელეგაცია სირიაში არსებულ ვითარებას განიხილავდა. გუშინდელ თავდასხმას სულ მცირე 5 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ