ლინას ლინკევიჩუსი გიგი უგულავას დაკავებაზე - სასამართლო სისტემა არ უნდა იყოს გამოყენებული ოპოზიციის დევნისთვის

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„შეშფოთებული ვარ სასამართლოს განაჩენით, რომელიც მან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოიტანა. სასამართლო სისტემა არ უნდა იყოს გამოყენებული ოპოზიციის დევნისთვის.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ლაკმუსის ქაღალდი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის“, - წერს ლინკევიჩუსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა