იაპონიაში, საკრუიზო გემზე, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 175-მდე გაიზარდა

იაპონიის საპორტო ქალაქ იოკოჰამის აკვატორიაში მყოფ საკრუიზო ლაინერზე ახალი კორონავირუსი კიდევ 39 ადამიანს აღმოაჩნდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 175-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულთა შორის კარანტინის ოფიცერიცაა.

გემზე გამოცხადებული ორკვირიანი კარანტინი 19 თებერვალს უნდა დასრულდეს, თუმცა ხელისუფლება მოხუცებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე მგზავრების გემიდან მანამდე გაყვანის საკითხს განიხილავს.

შეგახსენებთ, საკრუიზო გემ „ბრილიანტის პრინცესას“ ბორტზე მყოფი 3700 ადამიანიდან ტესტი საეჭვო სიმპტომების მქონე მგზავრებს მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც რამდენიმე დღით ადრე გემის ბორტიდან ჩასულ ჰონგ-კონგელ 80 წლის მამაკაცს ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. დაინფიცირებულთა შორის არიან მგზავრები იაპონიიდან, აშშ-დან, კანადიდან, ტაივანიდან, ახალი ზელანდიიდან, ფილიპინებიდან, ავსტრალიასა და ჰონგ-კონგიდან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა