რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. აბაზოვს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ედებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თემურ აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, ბრალდების მხარემ სასამართლოზე ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც მარნეულის ყოფილი მერის ბრალეულობა დასტურდებოდა.

„დღეს თემურ აბაზოვისა და სხვათა მიმართ მიმდინარე დაუსაბუთებელ სისხლის სამართლის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება, როდესაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. გამოძიებას ერთადერთ მტკიცებულებად ჰქონდა შედეგით დაინტერესებული და მიკერძოებული პირის ჩვენება, რაც სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ დაინტერესებული პირის მიერ მიცემული ჩვენება არასანდო და ურთიერთსაწინააღმდეგოა. მის გარდა გამოკითხული იყო ასზე მეტი მოწმე. არცერთი დაკითხული პირი არ ადასტურებდა თემური აბაზოვის ან სხვა პირთა მონაწილეობას იმ ქმედებაში, რის თაობაზეც მათ ბრალი ჰქონდათ წარდგენილი. თეიმურაზ აბაზოვის ბრალეულობა ვერ იქნა დადასტურებული. შესაბამისად, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. საქმეზე, სადაც არ არის მტკიცებულებები, საქმეზე, სადაც სუბიექტური დამოკიდებულება სჭარბობს და საქმეზე, სადაც უდანაშაულო პირს ჰქონდა ბრალი წარდგენილი, სასამართლომ მიიღო ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენის სახით,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

კითხვაზე, საქმის არსებითი განხილვის დროს მოხდა თუ არა იმ ვიდეოს გამოკვლევა, სადაც ასახულია ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ არაადამიანური მოპყრობა, გაგი მოსიაშვილი პასუხობს, რომ მისი გამოკვლევა მოხდა. ადვოკატის განმარტებით, სასამართლო მსჯელობდა არა იმაზე, ნამდვილად აიძულეს თუ არა ერთ-ერთ პირს საკუთარი შარდით სახის დაბანა, არამედ იმაზე, მონაწილეობდა თუ არა ამ ქმედებაში თემურ აბაზოვი. უფლებადამცველის თქმით, ამ ქმედებაში თემურ აბაზოვის მონაწილეობა არ დადასტურებულა.

„აქ საქმე სხვა რამეა. კითხვაზე, ვინ ჩაიდინა ეს ქმედება, ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ თეიმურაზ აბაზოვი და სხვა პირები, რომელთა მიმართაც იქნა ბრალი წარდგენილი, იყვნენ უდანაშაულო. აქედან გამომდინარე, აქ საქმე ეხება არა იმას, ეს ნამდვილად განხორციელდა თუ არა, ვინმემ აიძულა თუ არა და ა.შ. არამედ იმას, რომ თემურ აბაზოვი ამ ქმედებაში არ მონაწილეობდა,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

კითხვაზე, რატომ დატოვა აბაზოვმა მერის თანამდებობა, თუკი უდანაშაულო იყო და რატომ არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, გაგი მოსიაშვილი პასუხობს, რომ აბაზოვმა საზოგადოების წინაშე მორალური პასუხისმგებლობა აიღო.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა.

სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

მოგვიანებით, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

2019 წლის თებერვალში თემურ აბაზოვმა მარნეულის მერის თანამდებობა დატოვა.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. აბაზოვს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ედებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თემურ აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, ბრალდების მხარემ სასამართლოზე ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც მარნეულის ყოფილი მერის ბრალეულობა დასტურდებოდა.

„დღეს თემურ აბაზოვისა და სხვათა მიმართ მიმდინარე დაუსაბუთებელ სისხლის სამართლის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება, როდესაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. გამოძიებას ერთადერთ მტკიცებულებად ჰქონდა შედეგით დაინტერესებული და მიკერძოებული პირის ჩვენება, რაც სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ დაინტერესებული პირის მიერ მიცემული ჩვენება არასანდო და ურთიერთსაწინააღმდეგოა. მის გარდა გამოკითხული იყო ასზე მეტი მოწმე. არცერთი დაკითხული პირი არ ადასტურებდა თემური აბაზოვის ან სხვა პირთა მონაწილეობას იმ ქმედებაში, რის თაობაზეც მათ ბრალი ჰქონდათ წარდგენილი. თეიმურაზ აბაზოვის ბრალეულობა ვერ იქნა დადასტურებული. შესაბამისად, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. საქმეზე, სადაც არ არის მტკიცებულებები, საქმეზე, სადაც სუბიექტური დამოკიდებულება სჭარბობს და საქმეზე, სადაც უდანაშაულო პირს ჰქონდა ბრალი წარდგენილი, სასამართლომ მიიღო ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენის სახით,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

კითხვაზე, საქმის არსებითი განხილვის დროს მოხდა თუ არა იმ ვიდეოს გამოკვლევა, სადაც ასახულია ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ არაადამიანური მოპყრობა, გაგი მოსიაშვილი პასუხობს, რომ მისი გამოკვლევა მოხდა. ადვოკატის განმარტებით, სასამართლო მსჯელობდა არა იმაზე, ნამდვილად აიძულეს თუ არა ერთ-ერთ პირს საკუთარი შარდით სახის დაბანა, არამედ იმაზე, მონაწილეობდა თუ არა ამ ქმედებაში თემურ აბაზოვი. უფლებადამცველის თქმით, ამ ქმედებაში თემურ აბაზოვის მონაწილეობა არ დადასტურებულა.

„აქ საქმე სხვა რამეა. კითხვაზე, ვინ ჩაიდინა ეს ქმედება, ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ თეიმურაზ აბაზოვი და სხვა პირები, რომელთა მიმართაც იქნა ბრალი წარდგენილი, იყვნენ უდანაშაულო. აქედან გამომდინარე, აქ საქმე ეხება არა იმას, ეს ნამდვილად განხორციელდა თუ არა, ვინმემ აიძულა თუ არა და ა.შ. არამედ იმას, რომ თემურ აბაზოვი ამ ქმედებაში არ მონაწილეობდა,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

კითხვაზე, რატომ დატოვა აბაზოვმა მერის თანამდებობა, თუკი უდანაშაულო იყო და რატომ არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, გაგი მოსიაშვილი პასუხობს, რომ აბაზოვმა საზოგადოების წინაშე მორალური პასუხისმგებლობა აიღო.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა.

სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

მოგვიანებით, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

2019 წლის თებერვალში თემურ აბაზოვმა მარნეულის მერის თანამდებობა დატოვა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის