„ევროპელი სოციალისტების პარტია“ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ფაქტების შემსწავლელი მისიის საქართველოში გაგზავნის ინიციატივას მხარს უჭერს

„ევროპელი სოციალისტების პარტია“ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მონიტორინგის მიზნით, საქართველოში ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატების ფაქტების შემსწავლელი მისია გამოიგზავნოს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამისი ინიციატივა პირველად თბილისის მერის და „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ დამკვირვებელი წევრის - „ქართული ოცნებისგან“ გაჟღერდა, მას შემდეგ, რაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერის და ამჟამინდელი ოპოზიციონერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ სასამართლო პროცესის გარშემო ცხარე დებატები წარმოიშვა.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს. ეს მისია, რომელსაც უხელმძღვანელებენ ჩვენი კოლეგები „სოციალისტების“ და „დემოკრატების“ ალიანსიდან და „ევროპის სახალხო პარტიიდან“, დიდ წვლილს შეიტანს ამ საქმის არსებითი მხარის ზედმიწევნით შესწავლასა და შეფასებაში, ასევე მას შესძენს მეტ სიცხადეს“, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ პრეზიდენტმა, სერგეი სტანიშევმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს