მამუკა მდინარაძე - მაინც მოუწევთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა - წინააღმდეგ შემთხევაში, არჩევნები იგივე სისტემით ჩატარდება, რაც მათთვის უარესია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მაინც მოუწევს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება, „ქართული ოცნება“ კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, რაც ოპოზიციისთვის უარესია.

„წარმოუდგენელია შეთავაზებაზე, ალტერნატივაზე, კომპრომისულ სხვა ვარიანტებზე საუბარი, როცა მათი მხრიდან სერიოზული, რაციონალური, ნორმალური, განხილვა რომ შეიძლებოდეს, ასეთი წინადადება არ ყოფილა პრაქტიკულად. 135/15-ზე და რაღაც საოცრებებს საუბრობდნენ. ჩვენი მხრიდან რაციონალური ვერსია შეთავაზებული იქნა, მათი მხრიდან ასეთი კომპრომისული ვერსია არ ყოფილა შემოთავაზებული. ისინი უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას. იმიტომ, რომ დიალოგი არის შედეგის მიღწევის ერთადერთი მყარი და რაციონალური საშუალება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ამისკენ მოგვიწოდებენ. ისინი არ უერთდებიან ამ მოწოდებას და მიზეზი მიეცათ, ეს დარწმუნებული ვარ მათი გეგმის ნაწილი იყო. მე ვფიქრობ, რომ მაინც მოუწევთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, იმიტომ რომ საერთაშორისო საზოგადოებაც, ქართული საზოგადოებაც ხედავს, რომ მათ არც კომპრომისული ვერსია წარმოუდგენიათ და ახლა საბაბის გამოყენებით ამბობენ მოლაპარაკებაზე უარს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩატარდება იგივე სისტემით, მათთვის უარესია, რადგან „ქართული ოცნება“ კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა