მაია ცქიტიშვილი - ქვეშეთი-კობის პროექტი პირველ რიგში ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებსა და კეთილდღეობაზე

ქვეშეთი-კობის გზა არ უნდა განვიხილოთ, როგორც რუსეთთან დაკავშირებული პროექტი - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფინანსდება საერთაშორისო ბანკების მიერ და ბრალდებები, თითქოს რუსულ პროექტებს ვანიჭებთ უპირატესობას და შესაბამისად, ვბლოკავთ ისეთ პროექტებს, რომელიც დასავლეთს აინტერესებს, უსაფუძვლოა.

„როდესაც მედია-საშუალებების მეშვეობით ვხედავთ ინფორმაციას, რომ უკვე 4-5 დღეა, სწორედ კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, გადაკეტილია გზა და გაჩერებულია ასობით მანქანა, ქვეშეთი-კობის გვირაბის მოწყობით გვაქვს საშუალება, რომ გავხსნათ კავშირი ყაზბეგთან, კობთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც იქ ცხოვრობენ და რომლებსაც ელემენტარულად არ აქვთ საშუალება, თუნდაც ავადმყოფობის შემთხვევაში, ჩამოვიდნენ თბილისში. ასე რომ, პირველ რიგში, ეს პროექტი არის ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებსა და კეთილდღეობაზე,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის კომენტარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა