ედგარს რინკევიჩი - უზენაესი სასამართლოს განაჩენი გიგი უგულავას საქმეზე კითხვებს და შეშფოთებას იწვევს

უზენაესი სასამართლოს განაჩენი გიგი უგულავას საქმეზე იწვევს კითხვებს და შეშფოთებას, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს.

როგორც რინკევიჩი წერს, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა საქართველოს ევროპული კურსის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ელემენტებია.

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი გიგი უგულავას საქმეზე იწვევს კითხვებს და შეშფოთებას. ამის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის პროცესის წინსვლას. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა საქართველოს ევროპული კურსის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ელემენტებია",-წერს რინკევიჩი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს