ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, სამკერვალო საწარმო „ქუთექსის” თანამშრომლებმა ხელფასის მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, სამკერვალო საწარმო „ქუთექსის” თანამშრომლებმა ხელფასის მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს.

„ქუთექსის” თანამშრომლების თქმით, მათ 4 თვის ხელფასი არ აუღიათ, ფირმა კი 7 თვეა დახურულია.

„4 თვე ხელფასი არ აგვიღია, ყოველდღე გვქონდა საუბარი უფროსებთან, მაგრამ ხელფასს არ გვაძლევდნენ, ვითხოვთ, კუთნილ ხელფასს და ვაპროტესტებთ უსამართლობას. 7 თვეა სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, პირველი ეტაპი დაკმაყოფილდა და ყადაღა დაადეს კომპანიას, თუმცა მეორე ეტაპი გაჭიანურდა. მოვითხოვთ, დააჩქაროს მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღება. ფაბრიკიდან 4 თვის იძულებით გაცდენას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ვითხოვთ“, - ამბობს სამკერვალო ფაბრიკა „ქუთექსის“ ერთ-ერთი თანამშრომელი შორენა კოჩაძე.

„ქუთექსის” ყოფილ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება.

პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის წარმომადგენელის ირაკლი მხეიძის თქმით, 7 თვეა თანამშრომლების სარჩელი უძრავად დევს სასამართლოში.

„ეს ადამიანები არიან რისკის ქვეშ, ვერ მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება. ამ პროცესის პარალელურად მოხდა სხვა პროცესის განხილვა, რომელზეც აღსრულებაცაა დაწყებული, კომპანია ცდილობს ხელოვნურას გააკოტროს „ქუთექსი”, ამაში ჩართულია კომპანიის ადმინისტრაცია, ისინი ცდილობენ იძულებით აუქციონზე შეიძინონ თავისივე ქონება, შუამავლობის მეშვეობით, ამ ადამიანების მოთხოვნა კი დარჩეს აღუსრულებელი, ამავე დროს ხელს უწყობენ იმას, რომ კომპანია გამოცხადდეს გაკოტრებულად და თქვან, აღარ გვაქვს ხელფასების გაცემის შესაძლებლობაო“, - აცხადებს მხეიძე.

თანამშრომლების ინფორმაციით, „ქუთექსის” ფირმაში 82 ადამიანი იყო დასაქმებული, მათი საშუალო ხელფასი 350 ლარი იყო.

იხილეთ ვიდეო: სამკერვალო საწარმო "ქუთექსის" ყოფილი თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა